ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო
საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი პატიმრობაში მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოგზავნილ წერილზე პასუხობს და ელიზბარაშვილს სასამართლოში უჩივის. ლომიშვილი ელიზბარაშვილს ქალების დევნაში, ბულინგში ადანაშაულებს და წერს, რომ ის ზიზღის, სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა. უფლებადამცველი თავის პოსტში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ელიზბარაშვილის ყოფილ ადვოკატზე, იაკო კვანტალიანზე. ლომიშვილი კითხვას სვამს, თუ რატომ არ დაიცვა ელიზბარაშვილმა ბავშვობის მეგობარი და ადვოკატი, როდესაც მას, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სცემა. უფლებადამცველის თქმით, ელიზბარაშვილმა იაკო კვანტალიანი საქმეს ტექნიკურად ჩამოაშორა, რადგან მას არ აწყობდა ბინის ჩხრეკის პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქება.გარდა ამისა, თამილა ლომიშვილი ეჭვქვეშ აყენებს ელიზბარაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას და ინტერესდება, მაშინ რატომ ჰყავს დამცველად მმართველი გუნდის მომხრე ადვოკატი. უფლებადამცველი ასევე, აქვეყნებს ფეისბუქ „სქრინებს“, სადაც ელიზბარაშვილი შეურაცხმყოფელი კომენტარებით მიმართავს მას. „პასუხი თაგვა(ზ) გველიზბარაშვილს ციხიდან გამოგზავნილ წერილზე. თაგვაზ, ველოდი, რომ გატყდებოდი, უფრო სწორად, ყველა ხელისუფლების დროს გატეხილი ხარ! ფაქტია, ყველაზე მარტივი სამართავი ხარ იმ სინდიკატში, სადაც საკუთარი თავისა და შენსავე გარემოცვის ლუსტრაციაზე გამუშავებენ და გიყენებენ! ჯერ დავიწყებ იქედან, რომ უპირველესად გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, რომ აგაგდო ჩემი პერსონის და ორგანიზაცია ,,სოლიდარობის სახლის” საპიაროდ. გამოწვევა მიღებულია. რა თქმა უნდა, შენს წერილს მოჰყვება პასუხად საინფორმაციო ომის გაგრძელება, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი სიმყრალე შენს ნაბიჯებზე ნაღმებად ამოიფრქვევა… ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდი შენს ახლანდელ ადვოკატს, თუ ადვოკატებს, რომელმაც სუს-თან ერთად, ნებსით თუ უნებლიედ, დამეხმარა იმაში, რომ ფეისბუქზე ჩემს მიერ გავრცელებული სტატუსზე (საჯაროდ, სოცსივრცეში გავრცელებული და გადმოტანილი) შენი ბინიდან 7 მილიონამდე ფულის ამოიღების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდა. ამით ადვოკატმა პასუხის დასაბრუნებლად ჩემი პროვოცირება განახორციელა და მადლობა მას ამ მოტივაციისთვის. თუმცა, ადვოკატთან ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს, ჩემს სხვა სტატუსებზეც, სადაც შენი გარყვნილი შინაარსის მქონე კომენტარები გაქვს დაწერილი, პასუხის პასუხად დაგაწერინოს ღია წერილები გამოსაქვეყნებლად… გავაგრძელოთ. თა-(მაზ)გვუნა, შენ ის ხარ, რომელიც გარყვნილი, უხამსი, ბილწი, ზიზღის, სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი. შენ ის ხარ, ვინც უმეტეს წილად ქალებს დევნი, აბულინგებ, შეურაცხყოფას აყენებ, ამცირებ, აკნინებ. ფაქტიურად არავის ეყო გამბედაობა მოეთხოვა სამართლებრივად პასუხი. ამის მიზეზი იყო შენი არამდგრადი ხასიათისგან გამომდინარე შიში, როგორც საშიშროების მქონე პირისა. შენ კი ეს აგივარდა თავში, ჩათვალე, ჩემი ეშინიათო და ბრექით მიადექი ხალხს და ლამის ყველა ლაივში უბილწესი სიტყვებით ლანძღე და შეურაცხჰყავი დედაბუდიანად. ხოდა, ახლა ზიხარ და ჭუჭრუტანიდან მოთქვამ, დედიკო მინდაო. შენი დედა დედაა და სხვის დედებს გული რომ გაუგლიჯე, ისინი დედები არ არიან? მერე კიდევ, ახლა გაგახსენდა, რომ იწერები, მილიციამ ცემა ჩემი ადვოკატი იაკო კვანტალიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი მეგობარიაო. არ გრცხვენია ამის აღიარება? აი, აქაც ჩანს შენი კაცობა. თუ პოლიციამ შენს თვალწინ ბავშვობის მეგობარი ადვოკატი გოგო ცემა, შენ იდექი და უყურებდი, არც დაიცავი, არც ხმა არ ამოიღე, ამას ეძახი მეგობრობას და კაცობას? ეზოში რომ გამოგაცუნცულეს, იქ მაინც გეყვირა ყველას გასაგონად, ჩემი ადვოკატი ცემესო. არადა, იაკომ მაინც გააგრძელა შენი დაცვა. გოგომ გაჯობა ვაჟკაცობაში, გოგომ გაჯობა. ანდა, შენმა ფანებმა რატომ არავინ არ დაიცვა შენი ადვოკატი? რატომ არ გაუგზავნე არზა წერილი, დაიცავით ჩემი ადვოკატიო? რატომ შენმა სხვა ადვოკატებმა არ გააპროტესტა ან კოლეგიალობის, ან, როგორც შენი მეგობრის, როგორც შენს ადვოკატზე ძალადობა თუ შენ ამის სურვილი გქონდა? ფუ, ამის მერე შენ რა კაცობაზე უნდა იქადაგო? იაკო კვანტალიანს არაერთხელ გადაუარეს და აბულინგეს შენი დაცვის გამო და არც შენ და არც შენს ოჯახს და არც შენ კლასტერს სიტყვაც არ დაგიძრავთ მის დასაცავად. ტექნიკურად მოტეხეთ საქმიდან. რატომ ნეტავი?!… ვაჟკაცი კაცი თავს შეაკლავდა მის თვალწინ მეგობარი გოგო რომ ვინმეს ეცემა. თუნდაც, პოლიციის წინააღმდეგობაც რომ დაგჭირვებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და სულ სამუდამო პატიმრობაზე ფაქაჩულიყავი, მართლაც რომ კაცური კაცის სახელით ჩაჯდებოდი და დარწმუნებულჯ ვარ, მთელი საქართველო შენს დასაცავად დადგებოდა, მათ შორის, მეც, მიუხედავად იმისა, რომ გამამწარე. მაგრამ შენ ვინ მოგცა სიმამაცე, მეგობრის დასაცავად საკუთარ თავს საფრთხე შეუქმნა, როცა ბიზნესი გაქვს დასაცავი? უფრო მეტს გეტყვი. სავარაუდოდ, შენ არ გაწყობდა, რომ ლაივით გადაცემულიყო ბინის ჩხრეკის პროცესი და იაკო მოატეხინე, რადგან ის იღებდა ლაივს, რასაც საზოგადოება უწყვეტად უყურებდა. იაკო, რომელიც მთელი ცხოვრება გიცავდა, ისე ტექნიკურად ჩამოაშორე შენს საქმეს, რომ არც გაგიპროტესტებია და არც მოგითხოვია მისი დაბრუნება. შენი სისხლის სამართლის ბრალდება სახელმწიფო დანაშაული და გრიფით საიდუმლო ხომ არ არის, რომ ხელს გიშლიდა საქმეში იაკო? აი, ამ კითხვებს გაეცი პასუხი და არა თავის დასაძვრენად იტრაბახო, იაკო ჩემი მეგობარაო. რაში გამოიხატა შენი მეგობრობა? შენი მეგობრობა არის ღალატთან მეგობრობა. პოლიტიკური ნიშნით დამაპატიმრესო, რომ გაიძახი, თუ ოცნებამ იმიტომ დაგაპატიმრა, რომ პოლიტიკური ოპონენტი ხარ, ოცნების მომხრე თავგადაკრული ადვოკატი (არანაირი პირადული ინტერესი, ლოგიკას მივყვები), რატომ გყავს დამცველად? მე კი ვიცი, რატომაც, მაგრამ საზოგადოებას აუხსენი თვითმარქვია ოპოზიციონერო გველიზბარაშვილო. შენ საკუთარ ღირსებას თავადვე მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიორების ამბავი მე მოვიგონეო. ჯერ ერთი, როგორ უნდა გაგიელვოს ადამიანს თავში ასეთი სიბინძურე მოიფიქრო, დაგეგმო და გაავრცელო? და კიდევ, თუ ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირი გელა გელაძე შენი უახლოესი ოჯახის ნათესავი და მეგობარია და ლოგიკურად შენ გფარველობს, როგორც ცხოველთა დამცველმა რატომ არ გამოიყენე მისი გავლენა გამოგეაშკარავებინა ფაქტები ძაღლების ცოცხლად დაწვისა და მკვლელობების შესახებ? საჩივრებს რაღაზე წერდი? იქნებ პოლიტიკური ჰიპერტონიის და საბოტაჟის ასაწევად ცხოველთმოყვარულებში? მარტო შენი ბიზნესი კი არ უნდა დაკრიშო? ან ძაღლების სახელი გამოიყენო ქველმოქმედის სტატუსის ასარტყამად და ხელშეუხებლობის იმუნიტეტად? როდესაც პოლიციამ დაგიბარა ჩემი საჩივრის საფუძველზე, რატომ აარიდე თავი და რატომ არ გამოცხადდი განყოფილებაში? ახლა ყველაფერს რომ ითხოვ ციხიდან, ერთიც დაამატე და მოითხოვე, გამომძიებელმა გამოგკითხის ჩემი საჩივრის საფუძველზე. თამაზ, ჭკუა რომ გქონოდა, იმაზეც უნდა მგლის ფიქრით გეფიქრა, ისეთი შევჭამო, აქეთ არ დამასწროს და არ შემჭამოსო… პ.ს. ბოლოს დავწერ, რომ სიცოცხლის ფასად, ჩემი მისამართით არც შენგან გამოსროლილ შეურაცხყოფას შეგარჩენ და უკან დაგიბრუნებ სასამართლოზე, არც იაკოსა და ჩემს შორის ჩადგომას გაპატიებ. მეგობრის მოღალატევ და ქალების ამწიოკებელო.“- წერს უფლებადამცველი.