საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა
პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, ოსტრიანი აშშ-დან საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.

რაც შეეხება ემი დიაზს, რომელიც მანამდე ასრულებდა ელჩის მოვალეობას, ის საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.