გამოქვეყნდა PISA-ს კვლევის შედეგები, განათლების სფეროში. გამოკვლევით კიდევ ერთხელ შეფასდა სასკოლო ასაკის ბავშვების შეფასების დონე და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები – მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას. ასევე შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, ესეც არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ამ კუთხით, გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია. ასევე შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, ანუ, თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხითაც ეს მაჩვენებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კვლევის შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს, სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საშუალოს უტოლდება ან საშუალოზე უკეთესია.
„ასევე, კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს, სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საშუალოს უტოლდება ან საშუალოზე უკეთესია.
ამ შედეგებითაც ვერ ვიქნებით ჩვენ კმაყოფილები და მიუხედავად გაუმჯობესების სერიოზული ტენდენციისა, გვაქვს ხარვეზები, ბევრი რამ გასაუმჯობესებელია და სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც როგორც უმაღლესი განათლების, ასევე, ზოგადი განათლების დონეზე, წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე. ჩვენი რეფორმის გეგმების სათანადო განხორციელება უზრუნველყოფს ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა პრემიერმა.