ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს შეხვდა
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ბაქოში), ომარ ბარაქათ ალ-ნაჰარისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და იორდანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრისას გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იორდანიაში, იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთი იყო, სადაც ქართული კულტურის ცენტრი უნდა აშენდეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ქართული კულტურის ცენტრის აშენება იორდანიაში ამ ქვეყანაში ქართველი ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.