2026 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა.
ეკონომიკური აქტივობის მატებას ნათლად ასახავს ბიზნეს სექტორის მონაცემებიც. კერძოდ, აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,261 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელს 35.1%-ით აღემატება.
2026 წლის აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; ჯანდაცვა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ხელოვნება, გართობა და დასვენება; ვაჭრობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება.
ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/?page=news&nw=3240