კრემლში დაადასტურეს, რომ რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩავა
უცხოეთი

კრემლში დაადასტურეს, რომ რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„გვეყოლება სტუმრები. ფიცოზე ბევრს საუბრობენ, შესაბამისად, გიდასტურებთ, რომ ფიცო ჩამოვა“, – განაცხადა უშაკოვმა.

ცნობისთვის, ფიცო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმს მოსკოვში გასულ წელსაც ესწრებოდა.