მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.

„ყურადღება დაეთმო საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე, გაცვალეს მოსაზრებები ფართო რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესებზე და დაადასტურეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.