მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს ახალი დაკვეთა, ახალი დავალება საკუთარი ხელმძღვანელებისგან ქვეყნის გარედან.
„ამაზე მიანიშნებს ჯერ ბარამიძის განცხადება, შემდეგ გვარამიას განცხადებები, მანამდე იყო ბერძენიშვილის განცხადება. მათ აქვთ ახალი ხაზი, ახალი დაკვეთა, ახალი დავალება მიღებული, რომლის მიზანია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი გადავიდეს უკანა პლანზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.