ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ში სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვის გამო დააკავეს
პოლიტიკა უცხოეთი

ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ში სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვის გამო დააკავეს

ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი.

აქცია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლამდე გაიმართა. გაერო-ს შენობის წინ დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა დემონსტრანტების ძირითადი ჯგუფი ადგილზე დარჩა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

ნიუ-იორკის სისხლის სამართლის კანონის 240.20 მუხლი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ითვალისწინებს, მათ შორის, ტრანსპორტის ან ქვეითთა მოძრაობის შეფერხებას და შეკრების დაშლის შესახებ პოლიციის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობას.

ამ სამართალდარღვევისთვის კანონით შესაძლებელია: 250 აშშ დოლარამდე ჯარიმა; 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა; ან ორივე სანქცია ერთად.

მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ყველა მათგანს სასამართლოში გამოცხადების უწყება გადაეცა და, ხანმოკლე დაკავების შემდეგ, სახლში გაუშვეს.

@abcnews

About 100 demonstrators were arrested in New York City on Thursday as Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu addressed the United Nations General Assembly, authorities said. Oscar-winning actress Susan Sarandon and Emmy winner Hannah Einbinder were among those detained.

♬ original sound – ABC News – ABC News