გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ
პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას სარჩელთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი კონტრარგუმენტი არ აქვს.

მისი თქმით, ნაცვლად საპასუხო არგუმენტებისა, მათ ტრიბუნა ისევ პოპულიზმისა და საკუთარი ხელისუფლების „სიკეთეებზე“ საუბრისთვის გამოიყენეს.

„გუშინდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა მათ პოზიციაზე , ჩვენთვის სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო მათი პოზიციის მოსმენა, იმიტომ რომ აქამდე არ ვიცოდით რა სამართლებრივი კონტრარგუმენტები ჰქონდათ ჩვენს სარჩელთან მიმართებით , და ნუ რაღაც გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, ისაუბრეს იმაზე თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და რამდენი, რაღაც სიკეთე მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას, ამის იქით რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ, ეს კითხვები სასამართლოსაც გაუჩნდა და შეეცადა სასამართლოც, რომ იქნებ მხარეს დაეზუსტებინა კონკრეტულად რა სამართლებრივ კონტრარგუმენტებზე მიუთითებს, მაგრამ როგორც ჩანს ასეთი კონტრარგუმენტები არ აქვთ, ამიტომ ვერც მოვისმინეთ, დღეს არიან კიდევ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დარჩენილი , მათი ყურადღებით მოვუსმენთ რას იტყვიან, მაგრამ როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობას კონტრარგუმენტები არ გააჩნია.“- განაცხადა გიორგი კახიანმა.