თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილის წერილზე: სააკაშვილი, ისევე როგორც როსტომ ხანი, ორივე გვარით ქართველი, შეგნებით კი უცხო ქვეყნის, გარეშე ძალის მსახური იყო
პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილის წერილზე: სააკაშვილი, ისევე როგორც როსტომ ხანი, ორივე გვარით ქართველი, შეგნებით კი უცხო ქვეყნის, გარეშე ძალის მსახური იყო

სააკაშვილს ციხიდან მორიგი უსტარი გამოუქვეყნებია, ბიძინა ივანიშვილმდე ყველაზე დიდი ზიანი როსტომ ხანმა
მოუტანა საქართველოსო…

მაინც რა ამოუცნობია ქვეცნობიერი, როგორ ზუსტად მოიყვანა ისტოროული მაგალითი, რომელიც არსით და შეგნებით სწორედ რომ ამ
უჯიშო მანქურთის ყველაზე თანაფარდი პოლიტიკოსია…

სააკაშვილი, ისევე როგორც როსტომ ხანი, ორივე გვარით ქართველი, შეგნებით კი უცხო ქვეყნის, გარეშე ძალის მსახური იყო.

სააკაშვილმა, ისევე როგორც როსტომ ხანმა, ყველაფერი გააკეთეს ეროვნული იდეისა და იდენტობის გასაქრობად, თუმცა კი არაფერი გამოუვიდათ.

სააკაშვილმა, ისევე როგორც როსტომ ხანმა დაანგრიეს და შეურაცხყვეს ეკლესია, თუმცა კი ვერ დაიმონეს.

სააკაშვილი, ისევე როგორც როსტომ ხანი – გარყვნილების, ნარკოტიკებისა და სიბილწის მადიდებლები იყვნენ, ხოლო საყვარლებისა და ჰარამხანების სიმრავლე მათი საერთო ნიშანთვისებაა.

სააკაშვილმა, ისევე როგორც როსტომ ხანმა, უმძიმესი რეპრესიები მოუწყო “საკუთარ” ხალხს, მაგრამ ვერ გატეხეს ქართველი კაცის ღირსება.

სააკაშვილი, ისევე როგორც როსტომ ხანი, არის ბინძური შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში, სიმბოლო უცხო ქვეყნის მორჩილებისა, სიბინძურისა და გარყვნილებისა.