IMF-ის, WB-ის, EBRD-ის, ADB-ის შემდეგ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიამ გააუმჯობესა
პოლიტიკა

IMF-ის, WB-ის, EBRD-ის, ADB-ის შემდეგ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიამ გააუმჯობესა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) შემდეგ, საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით ევროკომისიამ გადახედა.

კერძოდ, 17 ნოემბერს გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზის მიხედვით, ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 5.5%-დან 7.3%-მდე გაზარდა.

მანამდე, ოქტომბერში გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე, ხოლო მსოფლიო ბანკმა 5.0%-დან 7.0%-მდე გაზარდა.

სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 6.0%-დან 6.5%-მდე, ხოლო აზიის განვითარების ბანკმა 5.5%-დან 6.3%-მდე გააუმჯობესა.

ამრიგად, ხუთივე საერთაშორისო ორგანიზაციის განახლებული პროგნოზი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ზე მაღალ ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, ყველაზე მაღალი, 7.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიას აქვს.

საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები:

ევროკომისია | 17 ნოემბერი ზრდა 5.5%-დან 7.3%-მდე;

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) | ოქტომბერი ზრდა 6.5%-დან 7.2%-მდე;

მსოფლიო ბანკი (WB) | ოქტომბერი ზრდა 5.0%-დან 7.0%-მდე;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | სექტემბერი ზრდა 6.0%-დან 6.5%-მდე;

აზიის განვითარების ბანკი (ADB) | სექტემბერი ზრდა 5.5%-დან 6.3%-მდე.