მაღალმთიან აჭარაში საყოველთაო ნათლობის შემდეგ პატრიარქი თავის მიერ მონათლულ ახლად გაქრისტიანებულებს დალოცავს.
ხიჭაურში იმყოფებიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
აჭარაში პატრიარქის ნათლული 1,200-ზე მეტი ადამიანი გახდა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, დღეიდან აჭარასთან კიდევ უფრო სხვა სიახლოვე ექნება. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს გაქრისტიანება პირველ საუკუნეში სწორედ აჭარიდან დაიწყო და გაიხსენა ილია მეორის მიერ მოწყობილი საყოველთაო ნათლობები.
უწმინდესმა წირვა, მღვდელმთავრებთან ერთად, ხიჭაურში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა.