მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, 22 მარტს თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას
მსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 22 მარტს თბილისში ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას. „მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 2026 წლის 22 მარტს საქართველოს დედაქალაქ, თბილისში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს მისი უწმინდესობის, საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესიაში, რომელიც წმინდა სამების ტაძარში გაიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში. მსოფლიო