ანდრეი სიბიგა: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი გაგრძელდა, მოსკოვმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია
„რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე გადააჭარბა 1941–1945 წლებში ნაცისტურ მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის მიმდინარე ომის ხანგრძლივობას — 1418 დღე“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა. სიბიგას თქმით, ამ ომის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიწაზე ისეთი სისასტიკე ჩაიდინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბისა და სისასტიკის არის. სიბიგა ამბობს, რომ რუსეთმა