ეკონომიკა

ეკონომიკა
ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს – ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება

ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს – შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე

წაკითხვა
ეკონომიკა

ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 109 აშშ დოლარამდე გაიზარდა

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამ დროისთვის ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 109 აშშ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 102 დოლარს გადააჭარბა. მედიის ცნობით, ნავთობის გლობალური ფასი გასულ კვირასთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი, რისი მიზეზიც სპარსეთის ყურეში მიმდინარე დაძაბულობა და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის

წაკითხვა
ეკონომიკა

საპენსიო ფონდი – 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35 793-მა პირმა, პენსიის სახით გაიცა 185 მილიონი ლარი

საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 31 აგვისტოს სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. საპენსიო ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია. „ამ დროისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35 793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი. აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა
ეკონომიკა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, ჩინეთის ქალაქ სიანში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჩინეთის ქალაქ სიანში, ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაში (NFCCC) მიიღო მონაწილეობა. ჩინეთის სახელმწიფო ბაზრის რეგულირების ადმინისტრაციის (SAMR) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში კონკურენციის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციის მთავარ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკური

წაკითხვა
ეკონომიკა

იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა

იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, იჩირო აისავამ ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრა შეაფასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე, რომელიც ურთიერთნდობასა და პატივისცემას დაეფუძნა, მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების ახალ ეტაპზე გადაყვანის მზაობა გამოთქვეს. მანვე ხაზი გაუსვა იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული

წაკითხვა
ეკონომიკა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი: „მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური მონაწილეობა შუა დერეფნის განვითარებაში, ამ ხიდის შექმნაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“

„ჩემთვის დიდი პატივია დავბრუნდე საქართველოში და მონაწილეობა მივიღო ამ საერთაშორისო საზღვაო ფორუმში. საქართველო არის არა მხოლოდ საზღვაო ქვეყანა, არამედ, ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ ელემენტს, განსაკუთრებით მეზღვაურების თვალსაზრისით“, – განაცხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, არსენიო დომინგესმა ბათუმში საქართველოს მესამე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც IMO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო

წაკითხვა
ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: 8 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა ძალიან მაღალია – გვაქვს რეკორდული ზრდა, რაც განპირობებულია სწორი მენეჯმენტით როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ისე საქართველოს რკინიგზაში

ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შუა დერეფნის კონტექსტი და მისი როლი, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებში. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის და რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილე ბათუმში მიმდინარე საქართველოს მესამე საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობს –

წაკითხვა
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს – დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი

საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტიანად უმკლავდებიან, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან სანავსადგურე სექტორის შესაძლებლობების სრულად ათვისების მიზნით. „საქართველოს საზღვაო

წაკითხვა
ეკონომიკა

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 56.4 პროცენტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვები 613 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.2%-ს შეადგენს. საერთაშორისო

წაკითხვა
ეკონომიკა

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou”. SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პავილიონში 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. „SIAL Guangzhou“ ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან

წაკითხვა