ეკონომიკა

ეკონომიკა
ეკონომიკა მნიშვნელოვანი

ნიკოლ ფაშინიანი: დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოს დახმარებით

საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა

წაკითხვა
ეკონომიკა უცხოეთი

სომხეთის რკინიგზის მართვის საკითხი ამჟამად რუსულ მხარესთან განიხილება

სომხეთის რკინიგზის მართვის საკითხი ამჟამად რუსულ მხარესთან განიხილება, – ამის შესახებ სამშაბათს, ეროვნული კრების (ეროვნული კრების) სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ [სომხეთი] ველით პასუხს რაც შეიძლება მალე. პროექტი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ განვიხილოთ და მოვაგვაროთ ეს საკითხი“, – დასძინა სიმონიანმა. მისი თქმით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ მხრივ გარკვეულ

წაკითხვა
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს

ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკული სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ათწლიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანი მკაფიოა – 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი გახდეს სრულიად თვითკმარი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მარიამ ქვრივიშვილმა

წაკითხვა
ეკონომიკა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რუმინეთი აპირებს შეუერთდეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს

რუმინეთი აპირებს შეუერთდეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნის პროექტს. „რეპორტაჟი“, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მოტივით, იუწყება, რომ 4 აპრილს ბაქოში, მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროებსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესახებ. გარდა ამისა, დამტკიცდა პროექტის მომავალი სამუშაოების გრაფიკი. რუმინულმა მხარემ გამოთქვა სურვილი,

წაკითხვა
ეკონომიკა

TV IMEDI: უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი”

ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება. არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს,

წაკითხვა
ეკონომიკა

თურქეთის ვაჭრობის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისკენ მიისწრაფვის

აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა სხვა ქვეყნებისთვის სტრატეგიული პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა კახეთის რეგიონში გამართულ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის მე-7 ბიზნეს ფორუმზე განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების მნიშვნელობას: „დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობის გაფართოებას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, პორტებისა და აეროპორტების ოპერაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. მთავრობის წარმომადგენლების მთავარი მოვალეობაა

წაკითხვა
ეკონომიკა უცხოეთი

კვლევამ 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია გამოავლინა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულმა კვლევამ 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია გამოავლინა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს, რაც ჯამში 8 მილიარდი დოლარის (5.9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) იყო. რუსული აგრესიის მეოთხე წლისთავზე ეკონომიკური სანქციები კვლავ საერთაშორისო რეაგირების ცენტრალურ საყრდენად რჩება, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კი ფართომასშტაბიანი ზომები დააწესეს,

წაკითხვა
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით. აღინიშნა, რომ სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმა. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების

წაკითხვა
ეკონომიკა მნიშვნელოვანი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა

საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, სურთ, რომ საქართველოსთან ეკონომიკური დიპლომატია გააღრმაონ. „დღეს ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ

წაკითხვა
ეკონომიკა

„შავი ზღვის წყალქვეშა პროექტში”, რომელიც საქართველოს გავლით ევროპის ენერგომომარაგებას გულისხმობს, შესაძლოა იტალია და სლოვენიაც ჩაერთოს

აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია შეუერთდებიან „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს („შავი ზღვის ენერგია“). ამის შესახებ იტალიაში აზერბაიჯანის ელჩმა, რაშად ასლანოვმა, რომში გამართულ კონფერენციაზე „კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდე“ განაცხადა. „დღეს აზერბაიჯანი თანამშრომლობისთვის სულ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება. თუ რუკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ევროპის კავშირი აზიასთან, ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან გარდაუვლად აზერბაიჯანზე გადის. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას.

წაკითხვა