მთავრობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს. იგი აღნიშნავს, რომ მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია და კონკრეტულ მონაცემებს ასახელებს. „მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,914,000-ს შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257 ათასი, ანუ მოსახლეობის 6.6 პროცენტია. დაზუსტებისთვის, ამაში შედის ყველა უცხოელი, საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით”, – აღნიშნავს პრემიერი. მისი