რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად
მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში პარალიმპიურ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და შემთხვევითი არ არის, რომ მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარაათლეტებისთვის თანაბარი პირობებისა და სოციალური გარანტიების შექმნას, რამაც მაღალი სპორტული შედეგები განაპირობა. „23