ესპანეთში წყალდიდობას 102 წლის ქალი ემსხვერპლა
უცხოეთი

ესპანეთში წყალდიდობას 102 წლის ქალი ემსხვერპლა

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მადრიგერაში უხვმა ნალექმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. 4 000-მდე მცხოვრებიან მცირე დასახლებაში რეკორდული ოდენობის ნალექი — 1 კვადრატულ მეტრზე 140 ლიტრი წყალი მოვიდა. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში 90-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მთავრობა თვალყურს ადევნებს სიტუაციას. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა მადრიგერასში წყალდიდობისას დაღუპული ქალის ოჯახს.