ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს შეხვდა
პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს შეხვდა

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა აღნიშნეს. ასევე, ხაზი გაესვა ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოება, შავი ზღვის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.