ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან 14 კილომეტრში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ცხრავე პირი დაიღუპა
უცხოეთი

ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან 14 კილომეტრში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ცხრავე პირი დაიღუპა

ფლორიდის შტატში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 9 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. შემთხვევა დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან 14 კილომეტრში მოხდა.

თვითმფრინავი ტეხასის შტატიდან ბაჰამის კუნძულებისკენ მიფრინავდა. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.