ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠ-ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘ ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ ᲒᲐᲔᲠᲝᲡ ᲑᲘᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲤᲔᲠᲝᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲙᲝᲜᲕᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔᲗᲐ ᲛᲔ-17 ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ ᲡᲝᲛᲮᲔᲗᲘᲡ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲡ ᲔᲬᲕᲘᲐ
პოლიტიკა

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠ-ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘ ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ ᲒᲐᲔᲠᲝᲡ ᲑᲘᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲤᲔᲠᲝᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲙᲝᲜᲕᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔᲗᲐ ᲛᲔ-17 ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ ᲡᲝᲛᲮᲔᲗᲘᲡ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲡ ᲔᲬᲕᲘᲐ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს, სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.

„ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.