საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ტორონტოს მინისტერიალში — „გზა მშვიდობისკენ“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ჰუმანიტარულ საკითხებს მიეძღვნა.
პოლიტიკა

🇬🇪🇨🇦 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ტორონტოს მინისტერიალში — „გზა მშვიდობისკენ“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ჰუმანიტარულ საკითხებს მიეძღვნა.

🔹მინისტრის განცხადებით, ომი მხოლოდ სიცოცხლის დაკარგვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებით გამოწვეულ ზარალს არ ნიშნავს.

🔹მისი თქმით, კონფლიქტისა და ოკუპაციის შედეგად მიღებულმა მძიმე გამოცდილებამ საქართველოს დაანახა ომის გრძელვადიანი ჰუმანიტარული შედეგების სიმძიმე.

🔹მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ იცის, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების გახლეჩით გამოწვეული ტკივილი.

🔹 ეს გამოცდილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ერთობლივი რეაგირების საფუძველს უნდა ქმნიდეს.