შიო მესამე ხელისუფლებას: სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენ ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღების მიმართულებით – მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან
საზოგადოება

შიო მესამე ხელისუფლებას: სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენ ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღების მიმართულებით – მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან

დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბატონი პრეზიდენტი, ბატონი პრემიერ-მინისტრი, ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დედაქალაქის მერი და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგების შემდეგ.

მისი თქმით, სუროგაციის აკრძალვა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების კუთხით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.

დღეს ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა ჩვენი ურთიერთობა, ერთმანეთთან საუბარი ამ პრობლემაზე და სხვა მიმდინარე პრობლემების თაობაზე და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების თვალსაზრისით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა შიო მესამემ.