“ვერ ხედავთ აქ არსებულ ინტელექტუალურ წინააღმდეგობას? როდესაც სხვას აკრიტიკებთ, თავად კი იმავეს აკეთებთ, ჩნდება სანდოობის დეფიციტი, რაც სწორედ ამ შერჩევითი აღშფოთების შედეგია. როდესაც უკრაინაში 20 პარტია აიკრძალა, ეს არავის აღელვებდა. პირიქით, თქვენ ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა შერჩევით არის ინტერპრეტირებული – შერჩევითი მორალით, და ეს სერიოზულად აზიანებს ჩვენს სანდოობას საერთაშორისო დონეზე. სწორედ ეს იწვევს იმას, რომ გავლენას ვკარგავთ”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, ევროპამ საქართველო პარტნიორად, აზიისკენ მიმავალ ხიდად უნდა აღვიქვათ.
“რა პრობლემაა საქართველოსთან დაკავშირებით? ქვეყანა ვითარდება და ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. ეს ჩვენთვის ნამდვილი ოცნება იქნებოდა. „კარგი მმართველობის ინდექსი“ მას ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე მაღლა აყენებს, ხოლო რაც შეეხება კანონის უზენაესობას, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (World Justice Project) მას ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე ათავსებს. მაშ, რაზეა რეალურად საუბარი? საქმე დემოკრატიას არ ეხება. საქმე ეხება იმას, რომ საქართველო უარს ამბობს „ვოუქ“ იდეოლოგიის აბსურდსა და ლგბტ-პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერთვება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს, მომდევნო უკრაინად იქცეს. ეს უნდა გვესმოდეს. ეს პატარა ქვეყანაა. რუსეთი, ირანი, თურქეთი – საქართველო ამ ყველაფრის გარემოცვაშია. ის იძულებულია, განსხვავებულად იმოქმედოს. ეს უნდა გავითვალისწინოთ და საქართველო ჩვენს პარტნიორად, აზიისკენ მიმავალ ხიდად უნდა აღვიქვათ. ეს არის რეალობა. საქართველოსთან დაპირისპირება ჩვენს ინტერესებში უბრალოდ არ შედის”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.