ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ – ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც
პოლიტიკა

ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ.

მისი შეფასებით, ეს აბსოლუტურად მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ადამიანებს ევროპულ პოლიტიკაში რაღაცის შეცვლა სურთ.

„აშკარაა, ადამიანები გრძნობენ, რომ მათ უკან ტოვებენ და მათი ინტერესები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის პროტესტი, პირველ რიგში ევროკავშირის ეკონომიკური სტრუქტურისა და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ.

ჩემი აზრით, ის, როს შეცვლაც მათ უპირველესად სურთ, არის ეკონომიკური სისტემა. მათ უბრალოდ, სურთ ისეთი ეკონომიკა, რომელიც ადამიანებისთვის მუშაობს და არა მულტინაციონალური კომპანიებისთვის, ოლიგარქებისთვის და ასე შემდეგ. ეს ასევე არის პროტესტი ევროკავშირის საერთაშორისო პოლიტიკის წინააღმდეგ.

ეს ნამდვილად არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართაც. ეს არის ადამიანების გაბრაზების შედეგი იმის გამო, რომ ისინი მიტოვებულად და უგულებელყოფილად გრძნობენ თავს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.