„აგვისტოში გამოქვეყნდა ჩარიცხვის საბოლოო შედეგები. საგამოცდო პროცესში მონაწილე 39 689 აბიტურიენტიდან უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ეს იყო პირველი წელი რეფორმის დაანონსებიდან და შესაბამისად, ამის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვის თაობაზე. იყვნენ სტუდენტები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი ან უმაღლესი საუნივერსიტეტო სასწავლებლებისთვის, ან პროფესიული განათლების სფეროში, თუმცა ვერ მოხვდნენ შესაბამის პროგრამებზე. ჩვენ ასეთი აბიტურიენტებისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება მეორადი ჩარიცხვის თაობაზე, რაც დაახლოებით 3 000-სტუდენტს მისცემს დამატებით მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუნდეტს, მოსწავლეს. განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუნდეტსა და მოსწავლეს
- სექტემბერი 8, 2026