არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არათავისუფლად და არასამართლიანად შეაფასა, სიცრუეა.


მისი თქმით, ეუთო/ოდირს მსგავსი რამ არ უთქვამს. პირიქით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, ყველას ჰქონდა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა, ხოლო მისიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

“ტყუილია, რომ ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში ჩაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.
სინამდვილეში: ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილაო. პირიქით, ეუთო/ოდირმა სრულად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა და მისიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე გამოხატა მზაობა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.