წითლიძე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნაზე საუბრობს და სიცრუის ტირაჟირებით აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიული ერთეულის შექმნას არავითარი კავშირი არ აქვს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
იგი ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობამ განსაზღვრა საზღვრები და ოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციას სწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახორციელებს.
“სინამდვილეში: საქართველოს კონსტიტუცია ასეთი ერთეულის შექმნის შესაძლებლობას საერთოდ არ ითვალისწინებდა. ნაცმოძრაობამ ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეული შექმნა, განსაზღვრა საზღვრები და ოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციას სწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახორციელებს” – განაცხადა გორდულაძემ.