ანდრეი ბაბიში – ევროპა არასწორად მართავს უკრაინის დაფინანსებას
უცხოეთი

ანდრეი ბაბიში – ევროპა არასწორად მართავს უკრაინის დაფინანსებას

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში მიიჩნევს, რომ ევროპა არასწორად მართავს უკრაინის დაფინანსებას. მისივე თქმით, თანხები არა ომს, არამედ ქვეყნის აღდგენას უნდა მოხმარდეს.ბაბიშმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს ცდილობს, ევროპელები დიალოგში არ ერთვებიან.„მე მჯერა, რომ ევროპას, რომელმაც უკრაინისთვის 377 მილიარდი ევრო დაამტკიცა, ეს თანხები უკრაინის აღსადგენად უნდა გამოეყენებინა და არა ომის დასაწყებად. სამწუხაროდ, აქ ჩვენ გვყავს შეერთებული შტატები, ამერიკის პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტრამპი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროპა დიალოგში არ ერთვება, თუმცა ზოგიერთი ლიდერი უკვე ამბობს, რომ უნდა ჩაერთოს, ამიტომ მე მჯერა, რომ არავის სურს ომი. იქ ხალხი იღუპება, ახალგაზრდა უკრაინელები – არ ვიცი, რამდენი არიან ევროპაში, 600 000–700 000 – ამიტომ, ალბათ, მათაც არ სურთ ბრძოლა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ეს სამხედრო კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდება“, – განაცხადა მან.ბაბიშის თქმით, ახლა მსოფლიო და ევროპელი ლიდერების ჯერი დადგა, რომელთათვისაც, მისი აზრით, უფრო მომგებიანია ომზე საუბარი, ვიდრე მისი დასრულების მცდელობა.