სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა“. ის რიტორიკულ კითხვას სვამს, „არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?“ „თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე

წაკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას- ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა ნათელია- არა ნაცებს! არა სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის არსებით განხილვას ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძე აღნიშნავს, რომ სარჩელში საუბარია კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობებზე, საბოტაჟზე, ადამიანის უფლებების ხელყოფასა

წაკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა

პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და

წაკითხვა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ

ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი ზეწოლა იყო და ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო, რომ იმთავითვე რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხორციელება, შეიძლება თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო, იმდენად მძაფრად იდგა ეს საკითხი. ამაზე პრემიერმა მრავალჯერ ისაუბრა და გავიმეორებ მეც, იმიტომ, რომ ვეთანხმებით ყველა ჩვენი გუნდიდან,  –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, საკონსტიტუციო

წაკითხვა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს, ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია თუ არა

ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება,- განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე, რითაც უპასუხა კითხვას, შეძლებს თუ არა ოპოზიცია დღეს თავდაცვას. მან ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორია სასამართლო პროცესების მოლოდინი და რა უნდა შეცვალოს პოლიტიკურ ველზე ამ პროცესმა, თუ მმართველი გუნდის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. „ისინი ალბათ

წაკითხვა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ასევე საერთაშორისო აქტორებისგან

ჩვენ მივყვებით ჩვენ კონსტიტუციურ პროცედურას, ჩვენ მივყვებით ჩვენ კანონმდებლობას და არავის აქვს უფლება ჩვენი კონსტიტუციის მექანიზმების სწავლება დაგვიწყოს ჩვენ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ სამოქმედო სივრცე თავად არ დაიტოვა მას შემდეგ, რაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც შარმანაშვილმა განმარტა, საერთაშორისო საზოგადოებას მიმდინარე

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს

ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შესახებ. გორდულაძე მოუწოდებს, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას. „ევროკავშირი შექმნილია რამდენიმე პრინციპზე და ერთ-ერთი

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს მოელის, სამართლებრივად შეფასდეს “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი და მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში დამხობილი ჰქონდათ სახელმწიფოებრივი წყობილება და 2012 წლის შემდეგ დღევანდელ დღემდე, აგრძელებენ გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას

უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი და ერთხელ და სამუდამოდ, “ნაციონალური მოძრაობა”, მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში პირდაპირ დამხობილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილება, დემოკრატიული საფუძველი და 2012 წლის შემდეგ, უკვე დღევანდელ დღემდე, ისინი კლავ აგრძელებენ, რომ დემოკრატიას გამოუთხარონ საფუძველი, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, გარე მითითებების

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის – საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი: ზელენსკიმ უნდა მოინდომოს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდად დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოინდომოს და რუსეთთან ომი დაასრულოს. როგორც ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ზელენსკი არ მოინდომებს და ომს არ დაასრულებს, ეს ძალიან ცუდადა დამთავრდება. „უკრაინამ უნდა მოინდომოს ამ ომის დასრულება. ზელენსკიმ უნდა მოინდომოს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან

წაკითხვა