სიახლეები

სიახლეები
რეგიონები

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

არემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება წმენდის სამუშაოები და უმოკლეს ვადებში აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება

წაკითხვა
რეგიონები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

წაკითხვა
რეგიონები

ვარლამ წიკლაური ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ზამთრის ბანაკს ესტუმრა და ახალციხელ მონაწილეებს შეხვდა, – ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს. „შეხვედრას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე ესწრებოდნენ.

წაკითხვა
ეკონომიკა

გაეროს ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის“: 2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება

აერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ. გაეროს ექსპერტების ვარაუდით, 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება. პროგნოზირებული 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად

წაკითხვა
ეკონომიკა

ბრიტანული გამოცემა The Buyer ღვინის საერთაშორისო კონკურსზე: IWSC საქართველოს კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში 2022 წლიდან ტარდება. კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს კონკურსი ქალაქ ბათუმში გაიმართა. კონკურსს IWSC-ის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. „IWSC საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის წლევანდელმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, ბოლო

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი: ზელენსკის მხოლოდ ერთი რამ აქვს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს „კარტები არ აქვს“ და „თავიდანვე არ ჰქონია“. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა აქვს, თავად დონალდ ტრამპია. „ეს სიმართლეა. მას არ აქვს კარტები. არც ჰქონია – პირველივე დღიდან. არც ახლა აქვს. მას მხოლოდ ერთი რამ აქვს – დონალდ ტრამპი. თუ მას დონალდ ტრამპი არ ეყოლება,

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპის სპეცწარმომადგენელი ჯეფ ლანდრი: აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს იცავდა გრენლანდიის სუვერენიტეტს, როდესაც დანიას ეს არ შეეძლო. ომის შემდეგ კი დანიამ გრენლანდიის ხელახალი ოკუპაცია მოახდინა

ლუიზიანას გუბერნატორი და დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი გრენლანდიის საკითხებში ჯეფ ლანდრი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანიამ ხელახლა მოახდინა გრენლანდიის ოკუპაცია და უგულებელყო გაეროს პროტოკოლები. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რითაც ბრიტანეთის მიერ გრენლანდიაში ჯარების შესაძლო გაგზავნას გამოეხმაურა. „ისტორიას მნიშვნელობა აქვს. აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს იცავდა გრენლანდიის სუვერენიტეტს, როდესაც დანიას ეს არ შეეძლო. ომის

წაკითხვა
საზოგადოება

რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობასა და პროექტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთები ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება ზვავსაშიშროების გამო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის  ფარგლებში, ზაფხულში გაიხსნება გუდაურამდე

წაკითხვა
უცხოეთი

ანდრეი სიბიგა: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი გაგრძელდა, მოსკოვმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია

„რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე გადააჭარბა 1941–1945 წლებში ნაცისტურ მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის მიმდინარე ომის ხანგრძლივობას — 1418 დღე“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.  სიბიგას თქმით, ამ ომის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიწაზე ისეთი სისასტიკე ჩაიდინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბისა და სისასტიკის არის. სიბიგა ამბობს, რომ რუსეთმა

წაკითხვა
ეკონომიკა

საქართველო, აშშ-ში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში, CES-ში მონაწილეობდა

საქართველო, წელს უკვე მეორედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში, CES-ში (Consumer Electronics Show) მონაწილეობდა, რომელიც აშშ -ში, ლას-ვეგასში იმართებოდა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, CES 2026 აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო ღონისძიებაზე „StartUP in Georgia” ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს

წაკითხვა