სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა საზოგადოება

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ყეინიშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, არ ეთანხმება გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა, პატივს სცემს ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ამიტომ, თანამდებობას ტოვებს. “ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კირცხალიამ, მედიასთან საუბრის დროს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის შესახებ აგორებულ ხმებზე, რომ თითქოს, ირაკლი კობახიძე გადადგებოდა ან თანამდებობას დაატოვებინებდნენ. კირცხალიას განმარტებით, როგორც “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს, ისე უმრავლესობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძეზე საუბარი ნამდვილად იყო, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მასზე ბევრი ისაუბრა, თუმცა,

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებს სირცხვილი უწოდა და ჰკითხა: „თქვენ გსურთ, რომ ზელენსკი წავიდეს. დაგავიწყდათ, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“ ტრამპმა კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია დეტალები, რომელთაც მომავალში გამოაქვეყნებს.

წაკითხვა
უცხოეთი

რობერტ ფიცო – უკრაინამ ევროკავშირს დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირს 2027 წელს დამატებით 70 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან. ფიცოს განცხადებით, ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირება „სახიფათო“ იქნება. მისივე თქმით, სლოვაკეთი უკრაინის მხარდაჭერას სხვა მიმართულებებით, მათ შორის განათლების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული კავშირების განვითარების პროექტებით

წაკითხვა
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე “ტვ პირველს”: ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება – მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “ტვ პირველის” მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.მისი განცხადებით, ჟურნალისტის ვარაუდი, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საზოგადოებას დაემშვიდობება და თანამდებობას დატოვებს, არ გამართლდება.”ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება – მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით,” – წერს ანანიძე.

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა.შესაბამისი ბრძანება თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.„კონგრესს წარვუდგინე დადასტურება, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია“, – აღნიშნულია ტრამპის ბრძანებაში.„ბლუმბერგის“ ცნობით, ტრამპმა რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებული ტარიფები შეაჩერა. გამოცემა წერს, რომ ეს დიზელის ფასის შემცირების მცდელობას

წაკითხვა
პოლიტიკა საზოგადოება

ყვარელში სასტუმრო „ასკანელი“ გაიხსნა

ყვარელში სასტუმრო „ასკანელი“ გაიხსნა. პრეზენტაციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის – „ასკანელი რეზორტის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც სასტუმრო ნომრებთან ერთად სპა კომპლექსს, კახურ ეზოსა და გასტრონომიულ სივრცეებს აერთიანებს.„აქ არის წარმოდგენილი წამყვანი სასტუმრო ოპერატორი

წაკითხვა
პოლიტიკა

დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.დღესვე მმართველი გუნდის წევრები შეხვედრას პოლიტსაბჭოს ფორმატში გამართავენ. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური

წაკითხვა
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოში

17 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. მზე ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა

წაკითხვა