სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს

დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს და მიიღონ ახალი გამოცდილება. „ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ცალკე მინდა გამოვყო ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი. უკვე გაიხსნა

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ენერგეტიკის სფეროში პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას, ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები

ენერგეტიკის სფეროში ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას. „ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკით ფუნქციონირებდა სისტემა, მთლიანობაში განხორციელდა სექტორის

წაკითხვა
პოლიტიკა

დავით ნებიერიძე: ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო – ეს არის სრული კატასტროფა

დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთან და რაც მთავარია, იმ მოდელზე, რა მოდელის პარტიასაც ქმნიან ახლა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” რა მოდელზეც აწყობენ, – ამის შესახებ პარტია “ახალის” წევრმა, დავით ნებიერიძემ განაცხადა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნებიერიძე

წაკითხვა
საზოგადოება

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. „პოლიგონზე არსებული დღევანდელი

წაკითხვა
საზოგადოება

თბილისის მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის (ე.წ. Yellow box-ის) დანერგვის შესახებ. როგორც კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკაში ეს არის აპრობირებული მეთოდი იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც საავტომობილო ნაკადი დიდია და მხოლოდ შუქნიშნით მოძრაობის რეგულირება საკმარისი არ არის.

წაკითხვა
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაგეგმილ პოლიტიკურ შეტევად აფასებს. როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე დღეა აკვირდება სკანდალის განვითარებასა და მასში ჩართულ მონაწილეებს. მისი თქმით, სიტუაციის შეფასებისას ჰაროლდ ლასველის ანალიზის მეთოდს იყენებს, რომელიც პასუხს სვამს კითხვებზე ვინ რას იღებს კონკრეტული მოვლენით, როგორ და რა გარემოებებში. ანჯაფარიძის შეფასებით, ამ კითხვებზე მის მიერ

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მარტა კოსის „საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ – საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას

ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ბრიუსელი აფასებს არა დამსახურებაზე დაფუძნებულ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ, ქვეყნის მიერ უსიტყვო მორჩილებას. როგორც კირცხალია აღნიშნავს, როდესაც საუბარია საქართველოს „ჩამორჩენაზე“, უკრაინასა და მოლდოვასთან, ხელისუფლების პასუხი მარტივია –

წაკითხვა
საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა, – ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს. „შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად

წაკითხვა
პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ციფრული

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთის პრეზიდენტისგან გვქონდა დუმილი თბილისის ქუჩებში ძალადობაზე, ან მოძალადეების მხარდაჭერა, ძალადობას როცა ახალისებ სხვა ქვეყანაში, ამას საკუთარ ქვეყანაში მიიღებ

თბილისის ქუჩებში მოძალადეები როცა ცდილობდნენ პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმს, პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, მაშინ სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტისგან გვქონდა დუმილი ძალადობაზე, ან მოძალადეების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ძალადობას როცა ახალისებ სხვა ქვეყანაში, ამით პრეცედენტს უშვებ, რომ

წაკითხვა