სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე: 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს

2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. ჟურნალისტმა მას კითხვა მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით დაუსვა. „მეგის ქარდავა რას აღიარებს და

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით – ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია

ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე – „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სიტყვით გამოვიდა. ჩაკვეტაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აუცილებლობაზე და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების როლზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საკითხი უკვე ეხება იმას, თუ როგორ შეუძლია

წაკითხვა
პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ევროპული ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობებია. ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობის შენარჩუნება, ესკალაციის თავიდან აცილება და მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია

ევროპის უმთავრესი ძალა ყოველთვის მისი უნარი იყო, მრავალფეროვნებისა და განსხვავებების მიუხედავად, ერთიანობა შეექმნა – საერთო პრინციპების, თანაბარი წესებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებით, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ, საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე “ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, რომელშიც ევროკავშირის წევრი და

წაკითხვა
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილმა ფორმულას წამყვანებს, სანაიას, ჟიჟილაშვილს, თარგამაძეს და ზურაბიანს “ბრადიაგები” უწოდა

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასსა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს. „კლდიაშვილი რა გენიოსია.გვარამია ეჯდათ ფორმულაზე ბრადიაგებს და თამარ ჩერგოლეიშვილს თუ ურტყამთ, სხვას რატომ არ ამხელთ, ვინც ოპოზიციაში რყევებს იწვევსო, გვარამიამ იკითხა რიტორიკულადდა სანაია გამოუხტა – თამარ ჩერგოლეიშვილი ვერ გვარყევს და ვერც შეგვარყევსო (რაც

წაკითხვა
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდა „არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად“, არამედ, ქვეყნის დასანგრევად და მის მოსაკლავად. სააკაშვილის განცხადებით, განსხვავებით 90-იანი წლებისგან, საქართველოს 2008 წელს ჰყავდა ნამდვილი ჯარი, რისთვისაც რუსეთს თავისი სამხედრო ძალების სრული მობილიზაცია დასჭირდა. „2008

წაკითხვა
პოლიტიკა

ინგა გუდაძე მერაბ მეტრეველზე: ნაცების მწამებელი პროკურორის სიძემ მოგვიწოდა, ნაკრების თამაშზე უკრაინის ჰიმნი ვიმღეროთო, ჩვენ რომ გვბომბავდნენ, ზელენსკი დაგვცინოდა – ამათი უსამშობლობა ზენიტშია

ჩვენ რომ 2008 წელს გვბომბავდნენ, ზელენსკი სკეჩებს წერდა და დაგვცინოდა, 2010 წლის 9 მაისს კი რუსეთში, წითელ მოედანზე, მეგობრობის ნიშნად უკრაინელი ჯარისკაცები დააბიჯებდნენ და ვლადიმერ პუტინს ,,ჩესტს” უღებდნენ.- წერს ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, მერაბ მეტრეველი უკვე დროა შეუერთდეს უკრაინელი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს. გუდაძე მიიჩნევს, რომ მეტრეველი ჟურნალისტად მაინც არ ვარგია.

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საპარლამენტთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა, და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

წაკითხვა
სამართალი

ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ე.წ კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გამოაცხადა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

წაკითხვა
უცხოეთი

მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს – სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო

შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს. ახლად არჩეულ ჯგუფში შედიან „მწვანეთა პარტიის“ წევრები: ლეილა ალი ელმი, მურსალ ისა და მოჰამედ აბდუქანი. გარდა ამისა, „მემარცხენე პარტიიდან“ მანდატები ილიას ჰასანმა და მოჰამედ აბდუქარდირ ალიმ მოიპოვეს.

წაკითხვა
საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტო: 28 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი

კახეთში ყურძნის მოსავალი 7 000-მდე მევენახემ დააბინავა. ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 100 ათასი ტონა ყურძნიდან – 70 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია – გასული დღე-ღამის მანძილზე 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა

წაკითხვა