ლადო სადღობელაშვილი: ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება. საზოგადოებას ახსოვს, რა მემკვიდრეობას ატარებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს
ანა წითლიძე ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს,- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში. სადღობელაშვილის თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები „მკვლელ ხელისუფლებაზე“ და „ბოროტების სათავეზე“ საუბრობენ, მინიმუმ უხერხულობის განცდა მაინც უნდა გააჩნდეთ. „ანა წითლიძე ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან და