სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

საფრანგეთის მთავრობა სოციალურ ქსელებში ისეთი შინაარსის მასალის წაშლას ითხოვს, რომელიც მოსახლეობას „სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებისკენ ან შეიარაღებისკენ“ მოუწოდებს.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განმარტა, ამისთვის გადაუდებელი პროცედურის შექმნას გეგმავენ.ნუნიესმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით პრობლემა იყო და ხელისუფლება ყველა საჭირო ზომებს იღებს. „ჩვენი სამიზნეა აჯანყებისკენ მოწოდებები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. გვინდა, რომ შევძლოთ მათი წაშლა, ხოლო თუ პლატფორმები არ წაშლიან, შევძლებთ მათ საძიებო სისტემიდან ამოღებას“, – აღნიშნა საფრანგეთის შინაგან

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია, მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით, მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას

საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარებას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ინიციატივები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,ბოლო წლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, შემუშავდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩო და სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვების

წაკითხვა
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: მოლოდინია, რომ დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და შეეცდებიან თავის დაძვრენას იმ საკითხებისაგან, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით ჩვენ საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან

ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელობა საქმისათვის არარელევანტურ საკითხებზე,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლო სხდომის შეფასებისას, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა. მისი შეფასებითვე, მოპასუხე მხარეს არ გააჩნია არავითარი არგუმენტი

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას სარჩელთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი კონტრარგუმენტი არ აქვს. მისი თქმით, ნაცვლად საპასუხო არგუმენტებისა, მათ ტრიბუნა ისევ პოპულიზმისა და საკუთარი ხელისუფლების „სიკეთეებზე“ საუბრისთვის გამოიყენეს. „გუშინდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა მათ პოზიციაზე , ჩვენთვის სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო მათი პოზიციის მოსმენა,

წაკითხვა
უცხოეთი

ევროპაში გაზის ფასმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

ევროპაში გაზი ისევ გაძვირდა. ბუნებრივი აირის ფასმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და მეგავატ-საათზე 96 ევროს გადააჭარბა. ფასების მკვეთრი ზრდა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასა და ზამთრის სეზონის წინ მიწოდების შეფერხების რისკებს უკავშირდება. სპარსეთის ყურის რეგიონიდან თხევადი გაზის ტრანსპორტირება, რაც კონფლიქტამდე გლობალური მიწოდების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა, თითქმის 80%-ით შემცირდა. ამავდროულად, 25 ოქტომბრის მონაცემებით, ევროპული

წაკითხვა
საზოგადოება

„გამომყევი აჭარაში“ კამპანიამ სოციალურ ქსელებში მილიარდ წვდომას გადააჭარბა

წელს კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის წვდომა დააგროვა. გასულ წელთან შედარებით, კამპანიის შედეგები გაორმაგდა და ერთ მილიარდს გადააჭარბა. შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება ბათუმში 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ღონისძიებაზე გამოვლინდება, კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომა და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები. წელს შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიაში 120-ზე მეტი

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები დაუცველი იქნება. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის, მისი განშტოებების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ჩამოთვალა ის გარემოებები, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს. გორდულაძის თქმით, ფაქტები ცხადყოფს, რომ საკითხის არსი მხოლოდ წარსულის შეფასება არ არის, არამედ ეს არის გადაწყვეტილება მათ შორის იმაზე, დაუშვებენ თუ არა, რომ ადრე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2022 წლიდან დღემდე კონკრეტული ოპოზიციური ძალები ცდილობენ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მაქსიმალურად გამწვავებას, ისევე როგორც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა. გორდულაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები უცხოეთიდან საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების დასჯას ცდილობენ,

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო

ნაციონალური მოძრაობის მიერ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ შეგროვების პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა. – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უკანონო

წაკითხვა