სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც საუბარია რუსოფობიაზე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცალკე საკითხია და მეორეა საუბარი ერებს შორის ურთიერთობებზე, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციასთან, აქ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს, აქვს მკაფიო წითელი ხაზები და ძალიან პრინციპული დამოკიდებულება, რაც დაკავშირებულია ჩვენს მთავარ ეროვნულ სატკივართან – ეს არის ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია

რუსოფობიის თემა ერთდროულად აქტუალურიც არის და აბსურდულიც. როცა გვიწევს ჩვენ ერთად სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ერის სიძულვილი არის არასწორი მოვლენა, ეს, თავისთავად, მეტყველებს იმ დისკურსის აბსურდულობაზე, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს ცუდი ერი და კარგი ერი

წაკითხვა
პოლიტიკა

პრემიერი – საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართული – პოლიტიკური პარტიები, ანუ პარტაქტივი, ე.წ. NGO-ები, მედია, ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას

ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის. „მიზეზი არის მარტივად პოლიტიკური. ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას და რაზეც

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ერი არის მარადიული, მითუმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ, შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს, თუმცა აქაც ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული

პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ჩვენი ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს და ეს აუცილებლად ასეა საჭირო, თუმცა აქაც ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, განაცხადი, უნდა იყოს პრაგმატული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერებს შორის ურთიერთობა სიძულვილზე არ უნდა იყოს აგებული.

წაკითხვა
უცხოეთი

ევროკავშირის 12 სახელმწიფო განცხადებას ავრცელებს – ევროკავშირმა უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ევროპულ არქტიკაში

ევროკავშირმა უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ევროპულ არქტიკაში, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 12 სახელმწიფოს განცხადებაში, რომელთა ლიდერებიც დღეს ჩრდილოეთ ფინეთში, როვანიემიში შეიკრიბნენ. ერთობლივი განცხადებას ხელს  ფინეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი აწერენ. აღნიშნული ქვეყნები მოუწოდებენ კავშირს, აიღოს ვალდებულება, რათა გააძლიეროს არქტიკული ჩართულობა შესაბამისი რესურსებით და გეოპოლიტიკური რეალობის განვითარების შესაბამისად. „ჩვენ ვთანხმდებით, რომ

წაკითხვა
საზოგადოება

შიო მესამე – ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე, ვაი იმ ადამიანს, ვინც შეიძენს დიდ ცოდნას, მაგრამ დაიცარიელებს სულს

უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე. მათ გარეშე არანაირი სიბრძნე არ მოვა, ამის გარეშე რაც არ უნდა დიდი ინტელექტის იყოს ადამიანი, რაგინდ დიდი განათლება ჰქონდეს, სულიერად მაინც ბრმა რჩება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სიონში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ახალი საეკლესიო წლის და, ასევე, სასწავლო წლის

წაკითხვა
საზოგადოება

პროექტის თანახმად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოებისას სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა განსახილველად. ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და, შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი

წაკითხვა
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ტვ „იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, ტვ „იმედი“ დახურა გიორგი თარგამაძემ

ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მას არ დაუხურავს და მომხდარზე პასუხისმგებლობა არხის ყოფილ ჟურნალისტს გიორგი თარგამაძეს დააკისრა. როგორც მან აღნიშნა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტა მის გადაწყვეტილებას არ უკავშირდება და დასძინა, რომ „იმედის“ დახურვა უშუალოდ გიორგი თარგამაძის მიერ მოხდა. „ტვ „იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, ტვ „იმედი“

წაკითხვა
უცხოეთი

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

„უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ საწვავის ფასი დაახლოებით სამ ევროს მიაღწევს“, — განუცხადა ბენზინგასამართი სადგურების ინტერესთა ასოციაციის (TIV) წარმომადგენელმა ჰერბერტ რაბლმა „Rheinische Post“-ს. „ავტომაგისტრალებზე ასეთი ფასები უკვე გვაქვს.“ ექსპერტმა ნავთობკომპანიების მოქმედებებიც გააკრიტიკა. „ისინი დიდ მოგებას იღებენ. ამ მაღალი ფასებით კი ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორებიც ზარალდებიან.“ მართალია, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და ჰუთებთან დაკავშირებული კონფლიქტი ბაბ-ელ-მანდების სრუტის გარშემო

წაკითხვა
პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე – ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას

ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. მისივე თქმით, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებული არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას. „მნიშვნელობა არ აქვს, ხან ცალ-ცალკე გამოდიან, ხან ერთად, ასეც

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა

ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა. „მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ,

წაკითხვა