პოლიტიკა
პრემიერი – მთლიანად სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება, მსგავს სახელმწიფოებრივად მგრძნობიარე თემებზე კამპანიების აგორება მეტყველებს ამ კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე
- სექტემბერი 10, 2026
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებით
- სექტემბერი 10, 2026
პოლიტიკა
პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
- სექტემბერი 10, 2026
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სტან, ეს უცნაურია, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-სთან
- სექტემბერი 10, 2026
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის
- სექტემბერი 10, 2026