ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია საზოგადოებას გააცნო, რომელსაც სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, დემოკრატიაზე ლიტონი საუბარი არ არის ინდულგენცია. ისევე როგორც, პატრიოტიზმი მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის, ის პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ერთგულებით იზომება. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე ყველაფერს დაადგენენ