სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ
სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურაი ბლანარი, სოციალურ ქსელში.