შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
გავეცანით საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულ ინიციატივას “საოჯახო კალათის” შესახებ, რომელიც მიმართულია სურსათზე ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფაზე, გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ ამ ინიციატივის განხორციელებაში. ჩვენ, როგორც სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლები, სრულად ვიზიარებთ ხედვას იმის შესახებ, რომ „საოჯახო კალათის“ წარმატება დამოკიდებულია მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის ერთობლივ ძალისხმევაზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და