The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს
ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, 60 წლის მამაკაცი, რომელიც დუბაიში ტურისტად იმყოფებოდა, ბრალდებულია კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს ისეთი მასალის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს.ლონდონელ მამაკაცს კიდევ 20 ადამიანთან ერთად