საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი – მასწავლებლებს ან საჯარო სამსახურებს თავს როცა ესხმიან, მართლმსაჯულება სათანადოდ უნდა რეაგირებდეს, შვილების ქმედებების გამო მშობლებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ
მასწავლებლებს ან საჯარო სამსახურებს როდესაც თავს ესხმიან, ცხადია, მართლმსაჯულების სისტემა სათანადოდ უნდა რეაგირებდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა. „არსებობს აქტიური და ძალადობრივი უმცირესობა, ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ეს ადამიანები და წარვუდგინოთ მართლმსაჯულებას“, – აღნიშნა ჟერალდ დარმანინმა. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 სექტემბრიდან მოყოლებული, საშუალო სკოლების ბლოკირებასთან დაკავშირებული არეულობების დროს სამართალდამცავი ორგანოების