სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტების თანახმად, განაცხადები უწყებაში 2024 წლის აგვისტოში შევიდა, განმცხადებლად მითითებულია კომპანია „კრისტიან დიორ კუტიურ“. მიმდინარე წლის აპრილში კი „როსპატენტმა“ რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სავაჭრო ნიშნების ქვეშ, რომლებიც Dior-ის სახელის სხვადასხვა ვარიანტის გამოსახულებებს მოიცავს, კომპანიას რუსეთში შეეძლება გაყიდოს სათვალე, აქსესუარები, სამკაულები, ტყავის

წაკითხვა
უცხოეთი

მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს

Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტების მიხედვით, განაცხადი უწყებაში 27 მარტს შევიდა. განმცხადებლად კი მითითებულია კომპანია Hyundai HD. Hyundai-ის სასაქონლო ნიშნის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანიას რუსეთში შეეძლება ტელევიზორების, მობილური ტელეფონების, ვიდეომაგნიტოფონების, აუდიოდინამიკების და სხვა მოწყობილობების წარმოება და გაყიდვა.

წაკითხვა
უცხოეთი

Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა – განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს

ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა – ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს. კომპანიას ასევე სურს, Google Meet-ის, Google Workspace-ის, Google Drive-ის, Google Mail-ის, Gmail-ის და Google Cloud-ის სახელებისა და ლოგოების სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია. გარდა ამისა, ზოგიერთი განაცხადი ეხება Pixel ბრენდს – Google Pixel, Pixel Buds, Pixel, Google Pixel Buds. Google-ს ასევე სურს Bigtable, Firebase, Nest და Tensorflow სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია. “როსპატენტის”

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

„TV პირველის” ჟურნალისტებმა: ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს “POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა. „TV პირველის“ ჟურნალისტები ითხოვდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც, რაც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა. “POSTV-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემყარებოდა “კოკა-კოლას” მფლობელ თემურ ჭყონიასთან ჩაწერილ ინტერვიუს,

წაკითხვა
პოლიტიკა

გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას “ნაშებზე” საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ – აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება

გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. “რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და

წაკითხვა
პოლიტიკა

POS TV – ის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ხელმძღვანელებს, კერძოდ ვახტანგ წერეთელს დაფინანსების სანაცვლოდ ტელევიზიის უძრავ-მოძრავი ქონების „ჩადება“ მოსთხოვა

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ დროისთვის წერეთელი ხაზარაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. პარალელურ რეჟიმში ვცდილობთ ინფორმაციის გადამოწმებას ტელეკომპანიის ხელმძღვანელ პირებთან – ინფორმაცია მოპოვებული ინტერვიუების შესაბამისად განახლდება.“ – წერს „პოს ტვ“

წაკითხვა
პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. „ილია დარჩიაშვილი 2022 – 2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2017-2021 წლებში – პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ილია დარჩიაშვილს ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის

წაკითხვა
უცხოეთი

კაია კალასმა არ იცის, როდის გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტსა და როდის მიიღებს სანქციების მე-20 პაკეტს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ მუშაობა სანქციების მე-20 პაკეტსა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე მიმდინარეობს, თუმცა მან არ იცის, როდის იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები. როგორც კალასმა კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივები გარკვეულ სირთულეების აწყდება, თუმცა ბრიუსელი მათ დაძლევაზე მუშაობს. „სანქციათა მე-20 პაკეტის მიღებისა და კრედიტის

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: წლების განმავლობაში საშინელი ინფანტილური ისტერიით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრეს ძლიერი ეკლესია მასზე ზეგავლენის მოპოვება რთულია

„ორი კვირა გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ერმა დაკარგა უძვირფასესი ადამიანი ჩვენი პატრიარქი ილია II. ჩვენი ეკლესიის და მთელი ერის მამა, ადამიანი, რომელმაც 69 წლიანი ბერული ცხოვრებისა და 49 წლიანი პატრიარქობის პერიოდში მოწამებრივი და მოციქულებრივი ღვაწლით მთელი სიმძიმით იტვირთა ჩვენი ერისა და ქვეყნის სულიერი ტვირთი“, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს, საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი, ჩვენი ერთობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში

წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ლევან მაჭავარიანის

წაკითხვა