სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

მედიის ინფორმაციით, ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი. მანამდე ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ აიათოლა ალი

წაკითხვა
უცხოეთი

სენატორი ჯოშ ჰოული ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების „შავი ფულით“ დაფინანსებაში ადანაშაულებს

სენატორი ჯოშ ჰოული, ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების „შავი ფულის“ მეშვეობით დაფინანსებაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მან FoxNews-ის ეთერში ისაუბრა, როდესაც წამყვანმა ლოს-ანჯელესში არეულობებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, როგორ მოხვდა მომიტინგეების ხელში მთელი ყუთი აირწინაღები, როგორ მოხდა მათი ასე სწრაფად დარიგება და ხომ არ მოდის ეს ყველაფერი სოროსისგან. სენატორი აღნიშნავს, რომ ლოს-ანჯელესში დაწყებული არეულობები

წაკითხვა
უცხოეთი

ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს ამერიკას, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას

თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს ამერიკას, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას. განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. როგორც ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, თურქეთი მკაცრად გმობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. „პრეზიდენტ ფეზეშქიანის განცხადება – ჩვენ არ დავესხმებით თავს, თუ თავად არ დაგვესმებიან, ბოდიშს მოვიხდით თავდასხმისთვის – არის განცხადება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. მინდა

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ანტისახელმწიფოებრივ საჯარო განცხადებებზე: ამ ყველაფერს ჰქვია არა მარტო საკუთარი ქვეყნის ღალატი, არამედ სერიოზული პოლიტიკური დივერსია, რომელსაც ისინი დიდი ხანია ახორციელებენ

დაწყებული იქიდან, რომ ერეკლე მეფე არის მოღალატე, დამთავრებული იმით, რომ საქართველოში ტერორიზმის ხელშეწყობაა, რომ სანქციების თავიდან არიდებისთვის საქართველოში შავ ხვრელებს იყენებენ, ეს ყველაფერი ერთად უნდა შევკრათ, ზუსტად ვიცით იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ამ მიმართულებით უტევენ საკუთარ ქვეყანას და შევაჯამოთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, ამ ყველაფერს ჰქვია არა მარტო

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ნეთანიაჰუს ილუზიებს არა მხოლოდ ამერიკის, არამედ რეგიონის ქვეყნებისა და მსოფლიოს ინტერესებიც ეწირება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნებს იმ რისკების შესახებ აფრთხილებს, რაც შესაძლოა შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ წამოწყებულმა ომმა გამოიწვიოს. „თუ ომი ასე გაგრძელდა, ნავთობის გაყიდვის არც გზა იქნება და არც მისი წარმოების შესაძლებლობა. ნეთანიაჰუს ილუზიებს არა მხოლოდ ამერიკის, არამედ რეგიონის ქვეყნებისა და მსოფლიოს ინტერესებიც ეწირება“, – წერს მოჰამედ ბაგერ ღალიფაბი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, აგრეთვე, საქართველოსთვის ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევები და

წაკითხვა
უცხოეთი

The Telegraph: BBC-მ არასწორად თარგმნა ჰეგსეტის გამოსვლა, რის გამოც შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მან თქვა, რომ აშშ-ის სამიზნე ირანელი „ხალხია“

BBC-მ შეცდომით შეცვალა პიტ ჰეგსეტის გამოსვლა ირანის ომის შესახებ, რის გამოც შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მან თქვა, რომ შეერთებული შტატების სამიზნე ირანელი „ხალხია“, – წერს The Telegrap-ი.  BBC Persian-მა, რომელიც ირანის შიდა აუდიტორიისთვის მაუწყებლობს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის სიტყვები არასწორად თარგმნა და მაყურებელს უთხრა, რომ ვაშინგტონს სიკვდილი ირანელი „ხალხისთვის“ მოაქვს. სინამდვილეში, მისტერ ჰეგსეტმა თქვა, რომ სამიზნე ირანის „რეჟიმია“. BBC-მ,

წაკითხვა
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ

თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვიდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ მისი განცხადების მიზანი გამოძიების დაწყება იყო, თუმცა „ქრონიკის“ კითხვაზე, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს, როცა ის საფრთხეებზე საუბრობდა, პასუხი არ აქვს. არც იმაზე, რატომ გააკეთა განცხადება, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე. „ირანული უნივერსიტეტი

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ამ განცხადებებით ცდილობენ, რომ საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

როდესაც ვინარჩუნებთ მშვიდობას და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ერთი მხრივ რეპუტაციის შემლახველია ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ კი ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა

წაკითხვა
საზოგადოება

მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას ავიაკომპანიები დროულად ვერ ახერხებდნენ

დღეს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს,საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური

წაკითხვა