უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან. როგორც უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეკომენდაცია მას შემდეგ გაიცა, რაც უნგრეთში უკრაინის სახელმწიფო ბანკის, „ოშჩადბანკის“ შვიდი თანამშრომელი და ორი დაჯავშნილი საინკასაციო ავტომობილი, რომლებითაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ, დააკავეს. „ბუდაპეშტში უკრაინის შვიდი მოქალაქის გატაცებისა და სახელმწიფო ბანკის ქონების ხელში ჩაგდების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო