უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

Bloomberg: ევროპაში გაზის ფასი კიდევ 30%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასები ვაჭრობის გახსნისთანავე კიდევ 30%-ით გაიზარდა და მეგავატ-საათზე 69,50 ევროს მიაღწია, – წერს Bloomberg-ი. მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ კი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა სახელდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნავთობზე ფასმა აზიურ ბაზრებზე 100 დოლარს გადააჭარბა.

წაკითხვა
უცხოეთი

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად ქვეყნის ისტორიაში პირველად აღიარა

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ერთსქესიანი წყვილის ოჯახად აღიარების შესახებ. გასული წლის ზაფხულში ეს გადაწყვეტილება კიევის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ მიიღეს. ინფორმაციას ლგბტ ორგანიზაცია „ინსაიტი“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოძრაობა „ყველა ერთად!“-ის საკასაციო საჩივარი, რომელიც წინა ინსტანციების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ცდილობდა. დესნიანსკის რაიონული სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, ზორიან კისი 2024 წლის ივნისიდან

წაკითხვა
უცხოეთი

Financial Times: დიდი შვიდეული საგანგებო რეზერვებიდან ნავთობის ერთობლივ გამოშვებას განიხილავს

Financial Times-ი იტყობინება, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) ფინანსთა მინისტრები ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ. ისინი ფასების მკვეთრი მატების ფონზე რეზერვებიდან ნავთობის შესაძლო ერთობლივი გამოშვების საკითხს განიხილავენ. ნავთობის რეზერვების კოორდინაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ახორციელებს. ჯგუფის 32 წევრი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს, რაც ნავთობის ფასების კრიზისებისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ნაწილია. მოლაპარაკებებთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, FT წერს, რომ „დიდი

წაკითხვა
უცხოეთი

ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე 100 დოლარს გადააჭარბა

Brent-ის მარკის ნავთობი აზიის ბაზრებზე 109 დოლარამდე გაძვირდა, შემდგომი ვაჭრობისას კი ბარელზე 119,5 დოლარს მიაღწია. Bloomberg-ის ცნობით, ეს არის ფასის ყველაზე მასშტაბური ნახტომი ერთი დღის განმავლობაში 2020 წლის აპრილის შემდეგ. გამოცემა ასევე წერს, რომ უფრო მაღალ მაჩვენებლებს ნავთობის ფასმა 2022 წლის მარტში მიაღწია (139 დოლარზე მეტი), ხოლო ისტორიული მაქსიმუმი 2008 წელს დაფიქსირდა – ბარელზე 147 დოლარზე

წაკითხვა
უცხოეთი

POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენს დიპლომატიური „უფლებამოსილების გადამეტების“ გამო აკრიტიკებენ

ევროპული მთავრობები გაღიზიანებულნი არიან იმით, რაც მათთვის ჰგავს ურსულა ფონ დერ ლაიენის მცდელობას დაიმკვიდროს თავი ევროკავშირის მთავარ წარმომადგენლად საზღვარგარეთ. მათი თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კამპანიის პირველ დღეებში ფონ დერ ლაიენმა საკუთარ მანდატს გადააჭარბა, – წერს Politico. გამოცემასთან საუბარში 9 დიპლომატმა – ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა და კანონმდებელმა როგორც დიდი, ისე მცირე ევროპული ქვეყნებიდან, გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტის ქმედება, რომელსაც

წაკითხვა
უცხოეთი

კვიპროსში გერმანული ფრეგატი შევიდა

ევროკავშირის ქვეყნები რეგიონში სამხედრო ყოფნას აძლიერებენ. კვიპროსში, ლიმასოლის პორტში გერმანული ფრეგატი შევიდა. მანამდე თავისი ფრეგატი კვიპროსში საფრანგეთმა გაგზავნა. საკუთარი გემების გაგზავნას აპირებენ იტალია და ესპანეთიც. საბერძნეთმა კვიპროსში უკვე გაგზავნა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები, დიდმა ბრიტანეთმა კი კვიპროსზე სამხედრო ვერტმფრენები განათავსა და სამხედრო გემის გაგზავნასაც გეგმავს.

წაკითხვა
უცხოეთი

საუდის არაბეთში ჭურვის დაცემას მსხვერპლი მოჰყვა

საუდის არაბეთში ერთ-ერთ შენობას ჭურვი დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, ინციდენტი ალ-ხარჯში მოხდა. ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს საუდის არაბეთში დაფიქსირებული პირველი ფატალური შემთხვევაა. უწყებას ჯერჯერობით არ განუმარტავს, თუ ვისი ნასროლი ჭურვი მოხვდა შენობას.

წაკითხვა
უცხოეთი

მედიის ინფორმაციით, ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი. მანამდე ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ აიათოლა ალი

წაკითხვა
უცხოეთი

სენატორი ჯოშ ჰოული ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების „შავი ფულით“ დაფინანსებაში ადანაშაულებს

სენატორი ჯოშ ჰოული, ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების „შავი ფულის“ მეშვეობით დაფინანსებაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მან FoxNews-ის ეთერში ისაუბრა, როდესაც წამყვანმა ლოს-ანჯელესში არეულობებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, როგორ მოხვდა მომიტინგეების ხელში მთელი ყუთი აირწინაღები, როგორ მოხდა მათი ასე სწრაფად დარიგება და ხომ არ მოდის ეს ყველაფერი სოროსისგან. სენატორი აღნიშნავს, რომ ლოს-ანჯელესში დაწყებული არეულობები

წაკითხვა
უცხოეთი

ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს ამერიკას, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას

თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს ამერიკას, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას. განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. როგორც ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, თურქეთი მკაცრად გმობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. „პრეზიდენტ ფეზეშქიანის განცხადება – ჩვენ არ დავესხმებით თავს, თუ თავად არ დაგვესმებიან, ბოდიშს მოვიხდით თავდასხმისთვის – არის განცხადება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. მინდა

წაკითხვა