უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათივე თქმით, ინციდენტი ალ-ბარშას რაიონში მოხდა. მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ნამსხვრევები მანქანას დაეცა.

წაკითხვა
უცხოეთი

პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი: ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?

პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?”, – წერს იგი.

წაკითხვა
უცხოეთი

Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბერლინის პროკურატურამ 18 წლის სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფის გამო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. საქმე ეხება 5 მარტს გამართულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც ადამიანები სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ წესს აპროტესტებდნენ. მიტინგში სახელწოდებით „სასკოლო გაფიცვა გაწვევის წინააღმდეგ“ მონაწილეობა რამდენიმე ათასმა სკოლის მოსწავლემ მიიღო. გამოძიებას საფუძვლად დაედო პლაკატი, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკავა.

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ირანზე ძლიერი დარტყმა განხორციელდება. „დღეს ირანზე ძალიან ძლიერი დარტყმა განხორციელდება! ირანის უკანონო ქმედებების გამო სერიოზულად განიხილება ადამიანების სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი. საუბარია იმ რაიონებზე და ადამიანთა იმ ჯგუფებზე, რომლებიც დღემდე არ განიხილებოდნენ თავდასხმის სამიზნეებად“, – დაწერა ტრამპმა. ის აგრეთვე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებას

წაკითხვა
უცხოეთი

მედია: ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთი კანდიდატია, ევროპაში ფეშენებელურ უძრავ ქონებას შუამავლების საშუალებით ფლობს

Euronews-ის ინფორმაციით, რომელიც სააგენტო Bloomberg-ის მიერ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს ეყრდნობა, მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოძიების მასალების მიხედვით, უძრავი ქონების არცერთი ობიექტი მოჯთაბას სახელზე არ არის რეგისტრირებული. ის ქონებას შუამავლების მეშვეობით მართავს. როგორც ტელეკომპანია წერს, მოჯთაბა ფლობს

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, თუ მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკული ბაზებიდან ირანზე თავდასხმა განხორციელდება. „გუშინ დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ნებისმიერი თავდასხმა და რაკეტების გაშვება მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ირანზე თავდასხმა ამ ტერიტორიებიდან მოხდება“,

წაკითხვა
უცხოეთი

NBC News: ტრამპი ირანში ამერიკული ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირად საუბრებში ამბობს, რომ ის ირანში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შეყვანით არის დაინტერესებული. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. რამდენიმე წყარომ ტელეარხს დაუდასტურა, რომ ტრამპი ქვეითი ჯარისკაცების გაგზავნის იდეას თავის თანაშემწეებთან და „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლებთან თეთრი სახლის ფარგლებს გარეთ განიხილავდა. საუბრებში ის ომის შემდგომი ირანის საკუთარ ხედვას ვიწრო წრეს უზიარებდა. მისი ხედვის თანახმად, ირანული ურანი

წაკითხვა
უცხოეთი

ნიკოლ ფაშინიანი: არ მახსენდება, ოდესმე მეთქვას, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. როგორც წესი, ვამბობ, რომ ჩვენ არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მივდივართ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ ერევანი დასავლეთისკენ მიდის. როგორც სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, როგორც წესი, ის ამბობს, რომ ქვეყანა არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მიდის. „მე ბევრი განცხადება გამიკეთებია, მაგრამ არ მახსენდება, ოდესმე მეთქვას, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. როგორც წესი, ვამბობ, რომ ჩვენ არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მივდივართ“, – განაცხადა ფაშინიანმა. ის აგრეთვე

წაკითხვა
უცხოეთი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან. როგორც უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეკომენდაცია მას შემდეგ გაიცა, რაც უნგრეთში უკრაინის სახელმწიფო ბანკის, „ოშჩადბანკის“ შვიდი თანამშრომელი და ორი დაჯავშნილი საინკასაციო ავტომობილი, რომლებითაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ, დააკავეს. „ბუდაპეშტში უკრაინის შვიდი მოქალაქის გატაცებისა და სახელმწიფო ბანკის ქონების ხელში ჩაგდების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო

წაკითხვა
უცხოეთი

ზელენსკი: ახლო აღმოსავლეთში სამ დღეში Patriot-ის იმაზე მეტი რაოდენობის რაკეტა გაისროლეს, რაც უკრაინას 2022 წლიდან გადასცეს. უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა

ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ სამ დღეში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის 800-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რაც იმაზე მეტია, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრიდან დღემდე მიიღო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა. მხოლოდ უკანასკნელ სამ დღეში 800-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, როცა უკრაინა 2022 წელს პირველად გადაეყარა ირანულ დრონებს,

წაკითხვა